აღორძინების ხანის ტიტანები
აღორძინების ხელოვნება წარმოიშვა საზოგადოებრივი
აზრის მიმდინარეობის-ჰუმანიზმის
საფუძველზე,რომელიც ჩაისახა იტალიაში, X I V საუკუნეში,შემდეგ კი გავრცელდა სხვა ევროპულ ქვეყნებში.ჰუმანისტებმა
უმაღლეს ღირებულებად ადამიანი და მისი კეთილდღეობა გამოაცხადეს.ისინი თვლიდნენ,რომ
თითოეულ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად განვითარდეს,როგორც პიროვნება,მოახდინოს საკუთარი
თავის რეალიზება.
„რენესანსი“
ფრანგული სიტყვაა და
ნიშნავს „აღორძინებას“.მასში იგულისხმება
ანტიკური ქვეყნების აღორძინება,განახლება.მართლაც,ამ ხანაში განსაკუთრებით გამოიკვეთა
ინტერესები ძველ საბერძნეთსა და რომის ხელოვნებისადმი.ამ დროის მოწინავე ადამიანები
დიდი გულისყურით სწავლობდნენ ანტიკური ქვეყნების ისტორიას,მის სიძველეებს,ხელოვნების
ბრწყინვალე ნიმუშებს და ამ ცოდნას ფართოდ იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში.ამ
ეპოქის მხატვრები სწავლობდნენ:ანატომიას,არქეოლოგიას,მათემატიკას...
რენესანსს საფუძველი იტალიაში ჩაეყარა,შემდგომ
კი განვითარება ჰპოვა საფრანგეთში,გერმანიაში,ნიდერლანდებში,ინგლისში,მაგრამ სრულყოფილი
სახე მან სწორედ იტალიაში მიიღო.ეს ტერმინი პირველად იტალიელ მხატვართა ხელოვნების
აღმწერმა ვაზარიმ გამოიყენა XVI საუკუნეში.
XV
საუკუნის დასაწყისისათვის აღორძინების ხელოვნების კერა ფლორენცია
გახლდათ.სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი რენესანსის ხელოვნების ყველა დარგის განვითარებას.ამ
ეპოქამ შვა უბადლო დიდოსტატები-ლეონარდო და ვინჩი,მიქელანჯელო,რაფაელი.
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა იტალიის პატარა ქალაქ
ვინჩში.14 წლისა იყო,როცა ფლორენციაში
გადავიდა.მამამ სასწავლებლად მიაბარა იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილ მხატვარსა და მოქანდაკეს-ანდრეა ვეროიკოს.საკმაოდ მდიდარი ცოდნა
შეიძინა ახალგაზრდა მხატვარმა ბუნების და თვით ცხოვრებისგან.ლეონარდო ბავშვობიდანვე
არ იშორებდა უბის წიგნაკს,რომელშიც აკეთებდა ჩანაწერებს.“დამრიგებლად ბუნება ავირჩიე,ყველა
მასწავლებლის მასწავლებელი“.მას საოცარი ნიჭი,მრავალმხრივი განსწავლულობა,მიზანსწრაფულობა,შრომისმოყვარეობა
ზრდიდა მოშურნეთა და მოქიშპეთა რიცხვს.ამ მხატვრის თანამედროვეებს აოცებდა ერთი რამ:იგი
იოლად და სწაფად ასრულებდა მონახაზებს,მაგრამ სურათებზე გადასვლას,შესრულებს წლობით
აყოვნებდა,შემკვეთს სურათს არ აღირსებდა ხოლმე.“მადონა მღვიმეში“ რამდენიმე წლის გარჯის
ნაყოფია,მომხიბლავ „მონა ლიზას“ 4 წელი მოანდომა.“საედუმლო სერობას“-10 წელზე მეტი.სფორცას
მოქანდაკებას-16 წელი...
ლეონარდო და ვინჩი იყო სწორუპოვარიმხატვარი,მოქანდაკე,მეცნიერი,მათემატიკოსი,მექანიკოსი,ხუროთმოძღვარი,ინჟინერი,ანატომი,ხელოვნების
თეორეტიკოსი,მუსიკოს-იმპროვიზატორი,გამომგონებელი ...
მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ის აკვირდებოდა
და სწავლობდა ბუნაბს,ციურ მნათობებსა სა მათი მოძრაობის კანონებს,სწავლობდა მთებსა
და მათი წარმოშობის საიდუმლოებას.აინტერესებდა ქარიცა და წყალიც,ფრინველთა ფრენა,სინათლის
სხივისა და ბგერის გავრცელება.ლეონარდო სწავლობდა ადამიანს,როგორც ბუნების ნაწილს.ის
იყო ბრწყინვალე გამომგონებელი.მან სრულყო წყლის წისქვილი.მის სახელთანაა დაკავშირებული
სასოფლო-სამეურნეო და სართავი მანქანების გამოგონება.მან პირველმა მოიფიქრა,თუ როგორ
გაეჭრათ კლდეში გვირაბი.
პირმშვენიერი,ახოვენი,მკვირცხლი,გოლოათური აღნაგობისა
და ძლიერი ღონის პატრონი იყო ლეონარდო,ღმერთთან სწორს ეძახდნენ.ფაქიზი თითებით ნალს
ღუნავდა,ბადროს ტყორცნიდა.მარცხენა ხელით წერდა და ხატავდა.ტოლი არ ჰყავდა ცხენოსნობასა
და ფარიკაობაში,ცეკვა-თამაშში,რაინდულ ასპარეზობაში.იგი იყო მოქანდაკე და არქიტექტორი,უკრავდა
ბარბითზე,მღეროდა,თხზავდა ლექსებსა და იგავებს.სწავლობდა და ასწავლიდა მათემეტიკას,გეომეტრიას,მაგრამ
ყველაზე მატად მას მხატვრობა იტაცებდა.
საყოველთაოდ
ცნობილია ლეონარდოს უკვდავიქმნილებები:
ლეონარდოს შემოქმედების გვირგვინს წარმოადგენს
„მონა ლიზა“(„ჯოკონდა“).იგი ხომ ფერწერის
საუკეთესო,განუმეორებელ შედევრად ითვლება.მან საყოველთაო აღიარება და მოწონება ჯერ
კიდევ ავტორის სიცოცხლეში მოიპოვა.
ზეთის ხეზე შესრულებული ეს შედევრი მდიდარი
ვაჭრის მეუღლის პორტრეტს მომხიბლავი,დამაფიქრებელი,სევდიანი ღიმილით პორტრეტში მთელი
ყურადღება ადამიანის მდიდარი შინაგანი სამყაროს გახსნაზეა გადატანილი.თითქმის 5 საუკუნე
გავიდა მისი გარდაცველებიდან.მისი ქმნილებები და ხელნაწერები გაფანტულია იტალიში,ინგლისში,საფრანგეთში,ამერიკაში.მისი
ხელნაწერები 7 000 გვერდზე მეტს მოიცავს,გენიალური ჩანახატების რიცხვი დაუდგენელია.
მიქელანჯელო
ბუონაროტი
„ჯერ არ დაბადებულა კაცი,რომელიც ჩემნაირად
იქნებოდა განმსჭვალული ადამიანისადმი უდიდესი სიყვარულით“-წერდა საკუთარ თავზე მიქელანჯელო-აღორძინების
ხანის ერთ-ერთი უდიდესი მოქანდაკე,ფერმწერი,არქიტექტორი,პოეტი ...
მიქელანჯელომ ბავშვობა ფლორენციაში გაატარა.წესისამებრ
მშობლებმა ბავშვი ძიძას მიაბარეს,ქვისმტეხლის ცოლს.სწორედ მათ ოჯახში იგრძნო მომავალმა
მოქანდაკემ ქვისადმი უსაზღვრო ლტოლვა და სიყვარული.
ექვსი წლისას დედა გარდაეცვალა.მამამ ვაჟიშვილი ბაღის კუთხეში ჩამჯდარი დალანდა,ნახშირით ბავშვი ზღაპრულ არსებებს ხატავდა.მიქელანჯელოს გატაცებით დაინტერესებულმა მამამ ბიჭუნა ფლორენციის ერთ-ერთ გამოიჩენილი ოსტატის-გირლანდაიოს სახელოსნოში მიიყვანა.
უკვე პირველივე ნამუშევრებით მოპოვებულმა წარმატებამ
23 წლის ასაკში ხელოვანს გააბედინა პაექრობა გაებედა საყოველთაოდ ცნობილ ლეონარდოსთან.“საიდუმლო
სერობის“ შემოქმედმა,თურმე მას ასე მიმართა:ვიდრე შენ დაიბადებოდი,მე უკვე სახელგანთქმული
ვიყავიო.ამაზე მიქელანჯელომ მიუგო:მე კი სახელგანთქმული ვიქნები შენი სიკვდილის შემდეგაცო.
დაიწყო დამსახურებული ზეობისა და დიდების წლები.
მედიჩები განაგებდნენ 300 წელი ფლორენციას.ლორენცო მედიჩი ხელოვანთა მფარველი იყო.სწორედ იგი მოევლინა მეგობრად ჩვენს შემოქმედს.მისი გარდაცვალების შემდეგ,მიქელანჯელოს აღარ ახსოვდა ვინმესგან გულთბილი მოპყრობა.

მიქელანჯელო რომში 1496 წლის 25 ივნისს 21 წლის ასაკში ჩავიდა ჩავიდა.იმავე წლის 4 ივლისს, კარდინალ რაფაელ რიარიოს დავალებით მან მუშაობა ბახუსის ქანდაკებაზე დაიწყო, თუმცა კარდინალს მისი ნამუშევარი არ მოეწონა და ქანდაკებამ ადგილი ბანკირი ჯაკოპო გალის ბაღში დაიდო.
რომში მიქელანჯელო სანტა-მარია-დი-ლორეტოს ეკლესიის მახლობლად ცხოვრობდა. მიქელანჯელოს სახლი 1874 წელს დაანგრიეს, ხოლო შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტები 1930 წელს განადგურდა. მისი სახლის რეკონსტრუქცია დღისთვის იანიკულის ბორცვზე მდებარეობს.
1546 წელს მიქელანჯელო ვატიკანში დაინიშნა წმინდა პეტრეს ბაზილიკის არქიტექტორად. წმინდა პეტრეს ბაზილიკის დასრულებამდე, 1549 წელს მიქელანჯელო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სურვილის მიხედვით ის რომიდან ფლორენციაში გადაასვენეს და დაკრძალეს სანტა კროჩეს ბაზილიკაში.
რაფაელ სანტი
რაფაელ სანტი იყო ხელოვანი მხატვარი და არქიტექტორი იტალიელი მაგალი რენესანსის ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი, საყოველთაოდ აღიარებული მისი ნამუშევრების უნაკლობისა და სინატიფის გამო.

1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი.
ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა მისი ცნობილი მადონების დიდი ნაწილი. "მადონა მწვანეში"(1505 წელი ვენა, სამხატვრო–ისტორიული მუზეუმი), "მადონა მშვენიერი მებაღე", "მჯდომარე მადონა"(1516წ ფლორენხია, პიტის გალერეა),"დიდი ჰერცოგის მადონა" და ა.შ. ამის გამო რაფაელის მოღვაწეობას ფლორენციაში "მადონების პერიოდი" უწოდეს.
25 წლის რაფაელი მიდის რომში, სადაც რომის პაპის დავალებით იწყებს ვატიკანის სასახლის მოხატვას.1509-17 წლებში მოხატა სამი დიდი დარბაზი, მათ შორის "ხელმოწერის დარბაზი", რომლის ოთხივე კედელი უკავია უზარმაზარ ფრესკებს "პოეზია", "ღვთისმეტყველება" "მართლმსაჯულება" და "ფილოსოფია".
გარდა კედლის მხატვრობისა რაფაელი არაჩვეულებრივი პორტრეტისტიც იყო, სადაც კარგად გამოხატავდა ადამიანის ხასიათს, მაგ: "იულიუს მე–2 პორტრეტი". რაფაელ სანტი ფერწერასთან ერთად შესანიშნავი გობელენების ოსტატი და დიდებული არქიტექტორიც იყო. რამდენიმე წლის განმავლოვაში ის ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობას.
გამოყენებული ლიტერატურა:ნანა მაჭარაშვილის კრებული "საუბრები ხელოვნებაზე"
დასკვნა:
აღორძინების ხანის გამორჩეული მხატვრები იყვნენ ლეონარდო და ვინჩი,მიქელანჯელო ბუონაროტი და რაფაელ სანტი.მათი შემოქმედება იყო ყველა იმ პერიოდის სხვა დანარჩენი მხატვრების შემოქმედებასთან შედარებით ყველაზე გასაოცარი,განსხვავებული და რაც მთავარია გამოირჩეოდა ორიგინალური სტილით.მათ შექმნეს მსოფლიო შედევრები.ამიტომ დაერქვათ აღორძინების ხანის ტიტანები!!!